ტრენინგის მეოთხე დღე.
დღეს ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე და გავიგეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტის გათვალისწინება.
მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები >
პირველი სტრატეგია საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მოსწავლის გამოცდილება, უნარები, დამოკიდებულება და არასწორი წარმოდგენები. რაც დაგვეხმარება მოსწავლეების სასწავლო საჭიროებების შესაფასებლად.
წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები > ამით შეგვიძლია შეაფასოთ მოსწავლეების უნარი, თუ რამდენად დამოუკიდებლად ართმევენ თავს საკითხის შესწავლას, რამდენად ხარისხიანად ასრულებენ სამუშოს, რამდენად კარგად აღიქვამენ უკუკავშირს და აფასებენ თანაკლასელის სამუშაოს.
პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები > მესამე სტრატეგია მოსწავლე კარგად მართავს საკუთარ სამუშაოს.ეს სტრატეგიები ასევე დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ სად და როდის სჭირდებათ მოსწავლეებს დამატებითი დახმარება ან ახსნა. ამ სტრატეგიების უმრავლესობა მოიცავს დროის მიხედვით სწავლის პროცესის დოკუმენტირებას.
სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის >
მეოთხე სტრატეგიას მოსწავლეები იყენებენ საკუთარ სწავლის უნარზე დასაფიქრებლად. ორივე მიზნით ერთი და იგივე მეთოდი გამოიყენება, მაგრამ მნიშვნელოვანია მოსწავლეს დაუსვათ მკაფიო კითხვები და დროულად დაეხმაროთ, რომ მათ გაიაზრონ თუ რას და როგორ სწავლობენ.
გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები >
ეს მეთოდები ეხმარება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პროექტზე კონცენტრირებაში.
ასევე ვისწავლეთ ბლოგზე სურათების ატვირთვა და გამოქვეყნება.
მადლობა დღევანდელი დღისთვის.

Комментарии
Отправить комментарий