ტრენინგის პირველი დღე - 09 სექტემბერი.

  ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა  გაგვაცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები,სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.
  ეს პროცესი საინტერესო იყო გავეცანით ელექტრონულ სახელმძღვანელოში მუშაობის პრინციპს.მიუხედავად იმისა, რომ ადრეც გამომიყენებია ელექტრონული წიგნი ეს წიგნი გაცილებით კარგია. მოსახერხებელია საქაღალდეების სტრუქტურა და მათი განლაგება მუშაობის პროცეს ალბათ უფრო გაგვიადვილებს.  ასევე ვნახეთ ვიდეოფილმი, ვისაუბრეთ 21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევებზე. გავეცანით სხვადასხვა უცხო ტერმინებს და გავიგეთ მათი მნიშვნელობა(მაგ: ჩეკლისტი). ამ ყველაფრის შესახებ ძალიან დიდი მონდომებით და ხალისით გვესაუბრება ჩვენი ტრენერი და  კიდევ უფრო დიდი ინტერესით და მონდომებით ველოდები შემდეგ დღეებს.
 მადლობა



Комментарии

Популярные сообщения из этого блога